ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა უკვე დაიწყო და ის მომავალ წელს დასრულდება. როგორც სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალესანდრე მოწერელიამ, Bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად 9 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი და ეს იქნება სათადარიგო სტადიონი, რომლის მშენებლობა უკვე დიდი ხანია დაგეგმილი იყო ზუგდიდში.
„სტადიონი ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო და გულისხმობს, სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს და ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობას,“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება, საბოლოოდ კი მომდევნო წელს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რის გამოც, ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი არ მიიღო და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, მათ შორის – ბეტონის კედლის მორღვევაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი