12.სექტემბერი .2019 11:52

ზუგდიდში, წალენჯიხაში, ხაშურსა და ქარელში USAID ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოამზადებს

views 908
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა "ზრდას" დირექტორმა ბრაიან კინდგმა.

"ზრდა" USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ექვსი შერჩეული რეგიონის 81 დასახლებაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად 4 შერჩეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ 6 ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადებას. შემდგომი განხორციელების მიზნით პროექტები მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

წყალმომარაგების ქსელების, სანიაღვრე არხებისა და დამცავი გაბიონების მოწყობის მიზნით პროექტები ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მომზადდება.

წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის სუფთა წყლის მიწოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს, რაც სამიზნე რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა