მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის ცენტრი ამოქმედდა

611a3ee5ed2ad
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 20:20
858
ზუგდიდში „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა - ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია (მისამართი: ზუგდიდი რუსთაველის 89, სასტუმრო „ოდიშის“ ყოფილი შენობა).

„ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართული არიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფები. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით“, - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.