მთავრობის 520-ე დადგენილების შედეგები ჯანდაცვის საკითხებში მომუშავე ექსპერტებმა "ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ დაარსებული ფორმატის - "რეფორმების ლაბის" ფარგლებში განიხილეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას, შეისწავლოს ცალკეული კლინიკების მიერ განხორციელებული სამედიცინო ჩარევები, სადამსჯელო ნაბიჯს უწოდებს.
„სამწუხაროდ, ძალიან მოლიპულ გზას დაადგა ჯანდაცვის სამინისტრო, როდესაც გადაწყვიტა საავადმყოფოების დასჯა. სამინისტროს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი სადამსჯელო ოპერაციებით ყველაზე დიდ ზიანს აყენებს მთელ სისტემას, საბოლოო ჯამში - პაციენტსა და მოქალაქეს.
ის, რასაც დღეს ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე აკეთებს, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ მემკვიდრეობისა, რაც 2013 წლიდან შექმნა დავით სერგეენკომ და იმისათვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, აუცილებელია დაფინანსების იმ მოდელის შეცვლა, რაც 2013 წლიდან სერგეენკომ დაამკვიდრა, სხვაგვარად, თუ სერგეენკოს გზას გააგრძელებს ტიკარაძე და დღეს ვხედავთ, რომ აგრძელებს, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს და აკეთებს კიდევაც, ძალიან მძიმე ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება, რაც პირველ ეტაპზე მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე, მედპერსონალის ანაზღაურებაზე, მათი დიდი ნაწილი კი სამუშაოს კარგავს და საბოლოოდ, ეს ყველაფერი გადადის პაციენტებზე, მათ ჯიბეზე და სამწუხაროდ, მათი მკურნალობის ხარისხზე“, - მიიჩნევს ჭიაბერაშვილი.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეს სექტორის ახალი ტალღის რეფორმის ფარგლებში უფრო ხარჯეფექტური გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს.
„ჯერ ერთი, რეფორმის ახალი ტალღა არ უნდა იყოს მყისიერი, რადგან მყისიერ ცვლილებებს მტკივნეულად აღიქვამს სისტემა და მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს დაფინანსების სისტემა, ანუ სახელმწიფო უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას კი არ უხდიდეს ფულს, არამედ მიზნობრივი ჯგუფებისთვის ყიდულობდეს სადაზღვევო პაკეტებს და სადაზღვევო კომპანიები ახდენდნენ ანგარიშსწორებას, ეს გამოიწვევს ხარჯეფექტურობას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თქვა ის, რაზეც მის წინამორბედს არ უსაუბრია. ეკატერინე ტიკარაძე დისკზე აღბეჭდილი კარდიოლოგიური ჩარევების ანალიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი და სამედიცინო მომსახურების რაოდენობები, რომელიც კლინიკების მხრიდან იყო მოთხოვნილი, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და აღბეჭდილი იყო დისკზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ტიკარაძის ამ განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა, დამატებითი განმარტებების მიღების მიზნით, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო 71 კლინიკის მიმდინარე შემთხვევებს სწავლობს, სადაც შესაძლოა კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი.
„სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე სწავლობს 71 კლინიკის მიმდინარე შემთხვევებს. შესწავლილია ივლისი-აგვისტო-სექტემბერი. სულ 453 შემთხვევა. ვგეგმავთ გასული პერიოდის ეტაპობრივად შემოწმებას მიმდინარე ქეისების პარალელურად“, - ნათქვამია bm.ge-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ