"როცა ექიმები და ექთნები ვალებით ხვდებიან ახალ წელს, ეს პაციენტებზე აისახება", - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილი კლინიკების კომერციულ ინტერესებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პაციენტის უკეთესი მოვლა და მკურნალობა დამოკიდებულია მედპერსონალის კარგ მდგომარეობაზე, მის კარგ სამუშაო პირობებსა და კარგ ანაზღაურებაზე; როდესაც ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე საავადმყოფოებს სხვანაირად უნდა მივუდგეთ, მე მარტივი შეკითხვა მაქვს მასთან - თვითონ უხელფასოდ მუშაობს? აბა, ქირურგები, რომლებიც დღე და ღამე ოპერაციებზე დგანან და ახლა 6-8 თვის დავალიანება არის მათ წინაშე, ხოლო სახელმწიფო ხელფასს ვერ უხდის იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს დროულად ფული ვერ ჩაურიცხა, ექიმებმა რა დააშავეს? რა დააშავეს ექთნებმა, რომლებმაც პაციენტებს უნდა მოაუარონ ოპერაციის შემდეგ?! მთლიანად ასეთი მიდგომა ანგრევს ჯანდაცვის სისტემას; როცა ექიმები და ექთნები ვალებით ხვდებიან ახალ წელს, ეს პაციენტებზე აისახება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი "სამედიცინო ჩარევებზე ზედმეტად კომერციულად ორიენტირებულ კლინიკებს" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლას ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით მუშაობის გაგრძელებას ურჩევს. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა, პოზიტიურია. კითხვაზე, მაშინ რატომ აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას, მინისტრი პასუხობს, რომ "მათ მეტად კომერციული ინტერესი აქვთ".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა