06.მარტი .2020 13:44

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "მსოფლიო ეკონომიკის დიდი ნაწილი ვირტუალურ რეალობაში გადაეწყობა”

views 311
უკან

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, „კორონავირუსი ცვლის სამყაროს. მსოფლიო ეკონომიკის დიდი ნაწილი ვირტუალურ რეალობაში გადაეწყობა, რათა ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი შემცირდეს”, - ამის შესახებ ჭიაბერაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს:

„1. თუ ადამიანები უპასუხისმგებლოდ მოიქცევიან, ვერცერთ მთავრობას ვერ ეყოფა რესურსი კარანტინისთვის, ვირუსის გამოვლენისთვის, ინფიცირებულთა მკურნალობისთვის, გართულებულ შემთხვევათა მართვისთვის

2. მთვარობა აზრიანად უნდა მოეკიდოს მწირ რესურსებს. სჯობს, მოკლე, მარტივ ვიდეო-კლიპებზე და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე დახარჯოს თანხა, ვიდრე კუდში სდიოს პრობლემას. ჯანდაცვის სისტემა გადატვირთვას ვერ გაუძლებს. თვეზე მეტია ვამბობ: ეპიდემიის შეკავება დიდწილად დამოკიდებული იქნება ადამინების სოციალური ქცევის შეცვლაზე. თვითიზოლაცია, როდესაც უსიმპტომო ადამიანებიც კი ვერიდებით ზედმეტ კონტაქტს სახლს გარეთ, გახდება ცხოვრების ნორმა.

3. კორონავირუსის სიკვდილიანობა კი დაბალია, მაგრამ რადგან მისი ფართოდ გავრცელების საშიშროება არსებობს (მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები პანდემიასაც კი პროგნოზირებენ), გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება დიდ რიცხვებზე გავიდეს. ამიტომ კორონავირუსი ცვლის სამყაროს. მსოფლიო ეკონომიკის დიდი ნაწილი ვირტუალურ რეალობაში გადაეწყობა, რათა ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი შემცირდეს. არ მოგვწონს, მაგრამ მომავალი აქეთ მიდის. ეკონომიკური ზიანი - განსაკუთრებით მომსახურების სექტორში - იქნება მნიშვნელოვანი.

4. არ ვიპანიკოთ!  თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში "Harvard epidemiologist Marc Lipsitch told The Wall Street Journal that "it's likely we'll see a global pandemic" of coronavirus, with 40 to 70 percent of the world's population likely to be infected this year."

ასევე "Prof Gabriel Leung, the chair of public health medicine at Hong Kong University, said the overriding question was to figure out the size and shape of the iceberg. Most experts thought that each person infected would go on to transmit the virus to about 2.5 other people. That gave an “attack rate” of 60-80%, - წერს ჭიაბერაშვილი.