მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ მასურაშვილი: ბიზნესების ტრანსფორმაციაში სახელმწიფომ უფრო მეტი დახმარება უნდა შეძლოს

5fce3b1d5e80a
ლიკა გურაბანიძე
07.12.20 20:55
1538
“მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესების ტრანსფორმაციაში უფრო მეტი დახმარება შეძლოს, როგორც საფინანსო სექტორმა, ასევე სახელმწიფომ,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა განაცხადა.

როგორც მასურაშვილმა აღნიშნა, ბანკი მომხმარებლებს ყველანაირად მხარში უდგას, რომ გადასახადები გადაუვადოს და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

“პირველი ლოქდაუნი გარკვეული ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ მათ მანამდე არსებული რესურსებით საშუალება ჰქონდათ ეს პერიოდი გადაეტანათ, თუმცა მეორე ლოქდაუნი გარკვეულ ბიზნესებს უფრო მნიშვნელოვნად აზარალებს. ზოგიერთმა კომპანიამ ადაპტაცია გაიარა და ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა შეძლო, ხოლო ვისი ბიზნეს სპეციფიკაც ონლაინ გაყიდვებს არ ითვალისწინებს, მისთვის უფრო რთული პერიოდია", - განმარტა მასურაშვილმა.