მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პოლოლიკაშვილი - თბილისის დეკლარაცია არის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, რომ საქართველო არის მწვანე ქვეყანა

5f623c1bc3512
BM.GE
16.09.20 21:11
1034
ეს იყო გაეროს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას, ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოხდა.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში მოხდა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ყოფნა და დასწრება დღევანდელ ცერემონიაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტად აღიქვამს ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. სწორედ ეს დეკლარაცია არის იმის აღიარება მსოფლიო მასშტაბით, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა, როგორც დღეს მოიხსენიებენ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ იყო მესიჯი, რომ საქართველოში ჩამოსვლაც შესაძლებელია. 30-ზე მეტი ეროვნების ადამიანმა მოიყარა თავი, დაახლოებით 150 სტუმარი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ქვეყნებს შორის. იყო რამდენიმე კონტინენტი, როგორიც არის აფრიკა, ამერიკის კონტინენტი, როდესაც პირველად ეწვია ასეთი დიდი მოცულობის და მაღალი რანგის სტუმრები. მე ვფიქრობ, რომ ეს მისცემს ამ ქვეყნებს დაახლოების საშუალებას, პირველ რიგში, ტურიზმის მიმართულებით, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ შესაძლებელია გაიხსნას საზღვრები და ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები.

„თბილისის დეკლარაცია მიღებული იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ შესაძლებელია გაიხსნას საზღვრები, ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები. ეს იყო გაეროს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ, ჰიბრიდული შეხვედრა - ასე ერქვა და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას. ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში და სწორედ ის დეკლარაცია, რომ შესაძლებელია საზღვრების გახსნა და სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების მეშვეობით და სანიტარული ნორმების დაცვით შესაძლებელია, რომ ადამიანებმა დაიწყონ მოგზაურობა. ამას ეძღვნებოდა ეს დეკლარაცია. შევთანხმდით, რომ ეს კოოპერაცია და ურთიერთობა გაგრძელდება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.