მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

61a7c2df0363a
თამთა ჯიჯავაძე
01.12.21 22:41
1278
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს. 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლისგან, მათ შორის ტურიზმის მინისტრებისგან შემდგარმა ასამბლეამ, დღეს მადრიდში მხარი UNWTO-ს მოქმედ გენერალურ მდივანს კიდევ ერთი ვადით დაუჭირა.

ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალური მდივანი 2018 წელს გახდა, მანამდე ის საქართველოს ელჩი იყო ესპანეთსა და ანდორაში.

პოლოლიკაშვილი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 2022-2025 წლებშიც უხელმძღვანელებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას.

UNWTO ამჟამად 159 წევრ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გენერალური მდივანი უნდა აირჩიოს დამსწრე წევრების ორმა მესამედმა.