მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილი ბლინკენს ესაუბრა: "ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა"

622115fcd6f0c
თამთა ჯიჯავაძე
03.03.22 23:21
714
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში იტყობინება.

"ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე. ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ. მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა", - ამბობს ზურაბიშვილი.

მოგვიანებთ საუბარს ბლინკები „ტვიტერზეც“ გამოეხმაურა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა მისთვის მადლობა გადამეხადა უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და ხაზი გამესვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებისთვის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის მიმართ“, - წერს ბლინკენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლის მიღწევაში.