მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილი: შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, აშშ-ის ინსტიტუტებმა თავიანთი სიძლიერე მაინც დაამტკიცეს

5ff6f871d6970
BM.GE
07.01.21 15:56
1219
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ის მეშვეობით  გამოეხმაურა. მისი თქმით "შემაშფოთებელი სცენების" მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს. ამასთან, პრეზიდენტი წერს, რომ "საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება".

"„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად". - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი. 

ამ სხდომას წინ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილის შეჭრა უძღვოდა, რასაც კონგრესმენთა ევაკუაცია მოყვა. არეულობის დროს მომხდარ გასროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა მომხდარი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ მას არჩევნები "მოპარეს", მაგრამ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა.

შექმნილი ვითარების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.