06.დეკემბერი.2018 20:00
საზოგადოება

ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ფასიანი რეკლამა "იმედს" დაუკვეთა, ვაშაძემ მხოლოდ - "რუსთავი2"-ს

ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ფასიანი რეკლამა "იმედს" დაუკვეთა, ვაშაძემ მხოლოდ - "რუსთავი2"-ს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების მეორე ტურის ანგარიში გამოაქვეყნა. "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 15-28 ნოემბრის პერიოდში 3.260,810 ლარის ხარჯი გასწია. გრიგოლ ვაშაძის ხარჯებმა კი -  1,257,752 ლარი შეადგინა. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო რეკლამაზე გრიგოლ ვაშაძეზე სამჯერ მეტი თანხა - 2,882,319 ლარი დახარჯა, აქედან სატელევიზიო რეკლამა 2,512,549 ლარს შეადგენდა. კონკრეტული მაუწყებლების მიხედვით, ზურაბიშვილის სარეკლამო ხარჯები ასეთია:

  • იმედი - 825,232 ლარი;

  • რუსთავი 2 - 632,188 ლარი;

  • ტვ პირველი - 325,442 ლარი;

  • კავკასია - 131,514 ლარი;

  • GDS - 129,700 ლარი;

  • ობიექტივი - 100,515 ლარი;

  • პალიტრა ტვ - 70,852 ლარი.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მეორე ტურის წინ მისი კამპანიის სატელევიზიო რეკლამა მხოლოდ რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა. ვაშაძის სატელევიზიო რეკლამის ხარჯმა 821,727 ლარი შეადგინა.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.მაისი.2019 12:35
475

ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა - „ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს“

ვრცლად
19.მაისი.2019 08:00
64

დღეს, საქართველოში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება

ვრცლად
18.მაისი.2019 19:57
146

კრწანისში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

ვრცლად
18.მაისი.2019 17:34
116

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ვრცლად
18.მაისი.2019 13:07
1234

რეკრეაციული ზონა 10 ჰა-ზე - „თემქის ხევის“ პროექტირებაზე ტენდერი ცხადდება

ვრცლად
17.მაისი.2019 21:20
87

"მიუხედავად ფორმალურად დაკმაყოფილებული მოთხოვნებისა, შპს "ნილს" ჰქონდა და აქვს ხარვეზები"

ვრცლად