მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ჭუმბურიძე: 2-3 კვირაში მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა ჰქონდეს

5e78a742c5099
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.20 21:10
1619
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე, ეკონომიკაში კორონავირუსით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმის შემუშავების რეკომენდაციას აძლევს.

როგორც BM.GE-ის ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა, მთავრობამ 2-3 კვირაში უნდა წარმოადგინოს კორონავირუსის გავრცელების პოსტ პერიოდში ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დამტკიცებული გეგმა, რომლის თანახმად ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც ამ რთული პერიოდის შემდეგ ამოქმედებას შეძლებენ სერიოზული საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ზვიად ჭუმბურიძე ხელისუფლებას კერძო სექტორთა კონსულტაციებს სთავაზობს.

„საქართველო არის წვრილი ბიზნესის ეკონომიკის ქვეყანა, ეს არის პატარა ტიპის სასტუმროები, მცირე ზომის კაფე-რესტორნები, ბარები. ერთი-ორი თვე ეს მძიმე ტურბულენტობა კიდევ როგორღაც შეიძლება გადავიტანოთ და 3 თვემდე რაღაც ლუფტი არსებობს, და თუ ეს გაგრძელდება, მაშინ რთული იქნება ყველასთვის და კრიზისი იქნება, არამხოლოდ იმათთვის, ვისაც ის მცირე ბიზნესი აქვს, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვის.

მთავრობამ - ხელისუფლებამ უახლოეს 2-3 კვირაში, აპრილის ბოლოს უნდა დადოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის თავისებური გადაწყვეტილებები, მიღებული დადგენილებებით. აქ შეიძლება ჩვენც დავეხმაროთ და ვუთხრათ - რაში შეიძლება უფრო თავისუფალნი იყვნენ და რაში შეიძლება უფრო ერთობლივად რაღაც მოვიფიქროთ. თუ ეს არ გაკეთდა, წლის ბოლოს ეს მოგვცემს ძალიან დიდ კრიზისს, რომელიც დაემჩნევა ქვეყანას.

ამისთვის ძლიერი მინისტრთა კაბინეტი უნდა გვყვავდეს, მაგრამ თუ კი მთავრობის გუნდი დადებს ამ გადაწყვეტილებებს, რითი შეიძლება და როგორ, სად შეიძლება თუნდაც სუბსიდირება და დახმარება, სად შეიძლება სრულად გამოთავისუფლება გადასახადებისგან ბიზნესის, თუნდაც ერთი თვე. პირობითად, ვიღაცამ თუ ივლისიდან დაიწყო მუშაობა, იგი გადასახადებისგან სრულად უნდა გაათავისუფლოს სახელმწიფომ, იმისთვის რომ მას ინვესტირებული თანხის ამოღებაში შეუწყოს ხელი.

აქ მეორე თემაც არის - ბიუჯეტის შევსება... ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან სერიოზული სამუშაოა, არამხოლოდ დონორებთან, არამედ შიგნით ქვეყანაში - მსხვილ ბიზნესთან არის სამუშაო, რაში შეიძლება მსხვილი ბიზნესი დაეხმაროს სახელმწიფოს და წვრილ ბიზნესს. თანამშრომლობის მთელი ჯაჭვური ციკლი უნდა შეიკრას, რომ ამ ვითარებიდან გამოვძვრეთ. ეს საბოლოო ჯამში ჩამთავრდება, მაგრამ შეიძლება გაიწელოს. თუ ეს მაისის ბოლომდე ჩამთავრდება კარგია, თუ ეს სექტემბრისთვის ჩამთავრდება, ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ღამე უნდა ათენოს თითოეულმა მინისტრმა და თავისი დარგის მიმართულებით უნდა დაიდოს - რა უნდა გაკეთდეს რომ არ მოხდეს სრული კოლაფსი ჩვენი ისედაც მყიფე ეკონომიკის“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა.