მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ჭუმბურიძე Doing Business-ზე: ხანდახან მაჩვენებლები რეალობას სცდება

5db14f495501c
ლიკა გურაბანიძე
24.10.19 13:05
1536
„ერთია, როდესაც არის მაჩვენებელი, მაგრამ მეორეა რეალობა. ხანდახან კონკრეტული მაჩვენებელი რეალობას სცდება,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ Doing Business-ზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი ქულით ჩამოქვეითდა და მე-6-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

„მარტო ის არ არის, რომ Doing Business-ის სიაში მეშვიდე იყო, როდესაც შეგიძლია შენი ბიზნესის რეგისტრაცია 2 დღეში გააკეთო. მთავარია ეს ბიზნესი შემდეგ როგორ ვითარდება,“ - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას სურს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს. ამის გაკეთება ჩვენი სასამართლო სისტემით, კვალიფიციური მოსამართლეებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით შესაძლებელია“ - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. ჩამოქვეითების მიუხედავად საქართველო 190 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ათეულში რჩება. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წელს ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს აღემატება(83.28). წელს საქართველოს რეიტინგში ჩამოქვეითების მიზეზი სხვა ქვეყნის, კერძოდ აშშ-ის მიერ ქულების გაუმჯობესება გახდა, რამაც ქვეყანა რეიტინგში დააწინაურა. 

Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, 86.8 ქულით, ბოლო ადგილზე კი სომალია. საქართველო 2020 წლის წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა.