ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შექმნა - ძალიან მოკლედ ასე ჟღერს 2015 წელს EBRD-ის ინიციატივით შექმნილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს - ინვესტორთა საბჭოს ძირითადი მიზანი, რომელიც სხვა ბიზნეს-ასოციაციებისგან განსხვავებით, იმითაა გამორჩეული, რომ საბჭოს თავად პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს; მუდმივ წევრებად კი მინისტრები და რამდენიმე მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია და პალატაა - მოკლედ, ყველა, ვისაც შეუძლია ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნა უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ bm.ge-მ გადაწყვიტა, შექმნიდან 5 წლის თავზე საბჭოს წევრი ასოციაციებისთვის და ბიზნესმენებისთვის ეკითხა - რამდენად ქმედითია აღნიშნული პლატფორმა და რა უნდა გაკეთდეს ეფექტიანობის გასზრდელად.
საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ინვესტორთა საბჭო სჭირდება, თუმცა აუცილებელია მისი რეფორმირება.
როგორც ჭუმბურიძემ bm.ge-ისთან საუბარში თქვა, პრობლემას წარმოადგენს თუნდაც ის, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა არსებობს, მაგრამ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზეც კი არ უმსჯელია, მიზეზი კი ინვესტორთა საბჭოს წესდებაა, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე საუბარს და განხილვას არ ითვალისწინებს.
„EBRD-ის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭო ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. განვითარებულ და მეტ-ნაკლებად ძლიერ ქვეყნებში ისეა დალაგებული ეს ყველაფერი, რომ ზედმეტი ინსტიტუცია არ არის საჭირო, მაგრამ საქართველოში გვჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ თავიდანვე შესუსტებული იყო ინვესტორთა საბჭოს როლი, რადგან აქ არ იყო განხილვები მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტების... მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ანაკლიის პროექტი - ასეთი რთული ვითარება შეიქმნა მის ირგვლივ და ინვესტორთა საბჭოს სხდმებზე ეს საკითხი არ განგვიხილავს. იყო არაერთი საუბარი და განცხადება ჩვენგან, პირადად ჩემგანაც, მაგრამ თვითონ ინვესტორთა საბჭოს წესდება არ გვაძლევდა განხილვის საშუალებას“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
ის ფიქრობს, რომ ინვესტორთა საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები უნდა შევიდეს და აპირებენ, აღნიშნული ინიციატივით ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევის შემდეგ გამოვიდნენ ანუ მაშინ, როცა ახალი მთავრობა დაკომპლექტდება.
გარდა ამისა, ზვიად ჭუმბურიძეს იმედი აქვს, რომ EBRD-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ძალიან ჩართულია მსგავს თემებში, საქართველოს ინვესტორთა საბჭოს ეფექტიანობის საკითხითაც დაინტერესდება.
„ყველაზე მთავარი მაინც ისაა, როგორ უყურებს სახელმწიფო ინვესტორთა საბჭოს. სჭირდება რეალურად სახელმწიფოს ინვესტორთა საბჭო?! თუ ფიქციაა მხოლოდ?! თუ ასე იქნება, მაშინ ეს დარჩება პლატფორმად შეხვედრები შეხვედრებისთვის“, - ამბობს ჭუმბურიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?