16.ივლისი .2020 20:20

ზვიად ჭუმბურიძე: „კვების ობიექტებზე გაცემული ჯარიმები უნდა გაიყინოს და ჩამოიწეროს“

views 363
უკან

„კვების ობიექტებზე გაცემული ჯარიმები უნდა გაიყინოს და ჩამოიწეროს“ - ეს ინიციატივა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ დღეს გამართული ბიზნეს დიალოგის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გააჟღერა.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან კვების ობიექტებზე გაცემული ჯარიმები ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ კერძო სექტორის წარმომადგენლებს მდგომარეობას კიდევ უფრო უმძიმებს.

„ამ კრიზისულ პერიოდში დაჯარიმებების სანქციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და ის ობიექტები, რომელიც ოფიციალურად უკვე საჯარიმო სანქციების ქვეშ არიან აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ ამ ჯარიმებისგან.

წარმოუდგენელია ამ ჯარიმების გადახდა. იმიტომ რომ ვთქვათ ეს იქნება კაფე, რესტორანი, მცირე ზომის საზოგადოებრივი კვების ობიექტი, ნებისმიერ მათგანს თუ 10 000 ლარით დააჯარიმებ, ის იძულებული გახდება რომ თანამშრომლებზე ხელფასი ვერ გასცეს, იმიტომ რომ 10 000 ლარი ძალიან ბევრია.
ის ჯარიმები, რაც უკვე გაცემულია, აუცილებლად უნდა გაიყინოს და ჩამოიწეროს“, - განაცხადა EUGBC-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა