მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ჭუმბურიძე: სასამართლოში ტოტალური რეფორმაა ჩასატარებელი

5db16d4e608fb
ლიკა გურაბანიძე
24.10.19 18:22
1114
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე 30 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ელემენტარული გადაწყვეტილების მიღება, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა რა თქმა უნდა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. სასამართლოში კვალიფიციური, მცოდნე, პატიოსანი და ღირსეული მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს. ხანდახან ეჭვი მიჩნდება, რომ 30 წელი დამოუკიდებლობისთვის მოკლე ვადაა და ალბათ ნამდვილად ჰომოსოვეტიკუსები (საბჭოეთზე მეოცნებე) ვართ. ეს სინდრომი არამარტო უფროს თაობაში, არამედ ბევრ ახალგაზრდაში ჭარბობს.

თუ გვინდა, რომ ჩვენ ღირსეული საზოგადოება შევქმნათ, ეს პროცესი დასაძლევია. სასამართლოში ტოტალური რეფორმაა ჩასატარებელი და მისი სასამართლოს სრული რეფორმირება გვჭირდება. სასამართლო არჩევნებისთვის და მასმედიისთვის თავისუფლების გარანტიამ,“ - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას სურს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, ამის გაკეთება  სასამართლო სისტემით, კვალიფიციური მოსამართლეებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით შესაძლებელია.