მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ჭუმბურიძე: ვერ მივედით იქამდე, რომ არჩევნების დროს ხმების გაყალბებაზე საუბარი არ იყოს

5f9c1ef40e1f7
ლიკა გურაბანიძე
30.10.20 20:40
639

“საზოგადოებამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე სამი მთავარი ღირებულების - თავისუფალი არჩევნების, თავისუფალი სასამართლოს და თავისუფალი მედიის ჩამოყალიბება ვერ შეძლო. ვერ მივედით იქამდე, რომ არჩევნების დროს ხმების გაყალბებაზე საუბარი არ იყოს", - ამის შესახებ “ევროკავშირი-საქართველოს” ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მის მიერ ჩამოთვლილი სამი ღირებულება ერთდროულად განვითარდება, საბოლოო ჯამში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გამოსწორდება.

“ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთში იმდენად გადაჯაჭვულია, რომ წარმოუდგენელია ქვეყანა პოლიტიკურად არასტაბილური იყოს და მას ეკონომიკური წარმატება ჰქონდეს. თუ გვინდა, რომ ეკონომიკურად სტაბილურად ვიყოთ, ჯერ პოლიტიკური სტაბილურობა უნდა გვქონდეს.

ჩვენ რეფორმატორთა გუნდი გვჭირდება, რომლებიც პროფესიონალები და გამბედავები იქნებიან.  დღევანდელი რთული ვითარებიდან გამოსვლის სხვა შანსი არ არსებობს. 

თუ რას ვგულისხმობ გაბედულ ნაბიჯებში, ამის მაგალითს დღევანდელ პანდემიურ მდგომარეობაზე მოვიყვან. მთავრობის მხრიდან ბიზნესისთვის თუნდაც ერთწლიანი საგადასახადო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რაც ბიზნესს მდგომარეობას შეუმსუბუქებს", - აღნიშნა ჭუმბურიძემ.