17.ოქტომბერი .2020 12:55

ზვიად ციკოლია ახალი მოდელის თვითმფრინავის წარმოებას იწყებს

views 3755
უკან

სამეწარმეო დიზაინერი ზვიად ციკოლია თვითმფრინავის ახალ მოდელზე მუშაობს. როგორც #BMG DRIVE-ში დიზაინერმა განაცხადა, ამჟამად მუშაობა თვითმფრინავის ტექნოლოგიურ ბაზაზე მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდგომ, დაახლოებით ერთ თვეში ერთადგილიანი თვითმფრინავის წარმოება დაიწყება.

“ნაკლებად მინდა რამეზე დამოკიდებული ვიყო, ჩვენ არ ვჩერდებით და ვმუშაობთ. ახლა საკითხი თვითმფრინავის ტექნოლოგიური ნაწილის დასრულებაზეა მისული, რადგან მას თავისი ტექნოლოგიური ბაზა სჭირდება. ამ ტექნოლოგიურ ბაზას იმისთვის ვამზადებთ, რომ უკვე ერთ თვეში ამ თვითმფრინავების კეთება დავიწყოთ” - აღნიშნა ციკოლიამ.

ცნობისთვის: ზვიად ციკოლიას ახალი მოდელი პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავია. ციკოლიას პორტფოლიოში მრავალი პროექტია. მათ შორის, Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა