23.ოქტომბერი .2020 13:57

ზვიად ციკოლია: მძარცველებმა ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს

ზვიად ციკოლია: მძარცველებმა ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს
views 649
უკან

სამეწარმეო დიზაინერ ზვიად ციკოლიას განცხადებით, დილით მის ბუტიკში მომხდარი ყაჩაღობისას, მძარცველებმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს.

„ვერ მოასწრეს ვერაფრის წაღება, სიგნალიზაცია რომ ჩაირთო, გაიქცნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი ადგილზეა. მთელ ბამბის რიგს დაუარეს“, - განუცხადა BM.GE-ის ზვიად ციკოლიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს დილის 06:30 საათზე ბამბის რიგში მდებარე ზვიად ციკოლიას ბუტიკი ორმა პირმა გატეხა და მისი გაქურდვა სცადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა