მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ციკოლია: "მინდა, ხელისუფლებას პირდაპირ ვუთხრა..."

5f894e1ca04c6
ლიკა გურაბანიძე
16.10.20 12:36
5886

სამეწარმეო დიზაინერის ზვიად ციკოლიას განცხადებით, თუ სახელმწიფოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება სურს, მან საგადასახადო ნაწილში გარკვეული სახის შეღავათები უნდა დააწესოს. როგორც ციკოლიამ, რუბრიკა BMG Drive-ში აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების დაწესება მეწარმეს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. 

“ხელისუფლებას პირდაპირ მინდა ვუთხრა, თუ ქვეყნის განვითარება გინდათ, მეწარმეებს საგადასახადო ნაწილში შეღავათები მიეცით. მათ შორის, როგორიც არის დანადგარების ჩამოტანა. წარმოებები გადასახადებისგან გაათავისუფლეთ. ბიზნესს 2-3 წელი ფეხზე დადგომის საშუალება მიეცით და გადასახადების მომატება შემდგომ ნელ-ნელა დაიწყეთ. 

როდესაც 2 მლნ-იანი დანადგარი ჩამომაქვს და საბაჟოზე კიდევ თანხას ვიხდი, არ შეიძლება. ამ დანადგარის ჩამოტანით მე ხალხი უნდა დავასაქმო, შესაბამისად, ამ ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა უნდა მქონდეს. 

თუ სახელმწიფო გადასახადის ნაწილში ხელშემწყობი იქნება, ბიზნესმენი ყველაფერს თავად დაალაგებს, ფეხზე დადგება და შემდგომ გადასახადებსაც გადაიხდის” - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.