ცნობილი სამეწარმეო დიზაინერი ზვიად ციკოლია TSIKOLIA-ს ბრენდის ექსკლუზიური დიზაინის და შვეიცარიული ხარისხის საათების წარმოების შვეცარიიდან საქართველოში გადმოტანას 2022 წლიდან გეგმავს.
როგორც BM.GE-ს დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა, საწარმოო ხაზი აწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„TSIKOLIA-ს ბრენდის საათების საწარმოს საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით პროცესები წინ მიიწევს. „აწარმოე საქართველომ“ ბიუჯეტი დაგვიდასტურა, მანქანა-დანადგარების შეკვეთები მივეცით, რომელიც მაისის ბოლოსთვის უკვე საქართველოში უნდა იყოს, შემდეგ დაიწყება კადრების გადამზადება და ექსპერიმენტები. წარმოების გადმოტანის მიზეზი მარტივია, მჯერა, ჩვენც შეგვიძლია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება საქართველოში, შედეგად, წარწერით "წარმოებულია საქართველოში" TSIKOLIA-ს ბრენდის პირველი ექსკლუზიური საათების საქართველოში წარმოებას მომავალი წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან შევძლებთ“, - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.
მისი ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ხორციელდება და მისი საბოლოო საინვესტიციო ღირებულება ჯერ დაზუსტებული არ არის.
„პროექტში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიცია იდება... თავად დანადგარები, რომელიც აშშ-დან ჩამოგვაქვს, ძვირადღირებულია და ისინი საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს. მხოლოდ საჭრელი ინსტრუმენტები, რომელიც დღეისთვის უკვე გამოგზავნილია, 25 000 ევრო ღირს. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, წარმოების გამართვისთვის 230 000 ევროს სესხის პროცენტის თანადაფინანსება მოხდა“, - უთხრა BM.GE-ის სამეწარმეო დიზაინერმა.
TSIKOLIA-ს საწარმოში თავდაპირველად ექსკლუზიური საათების წარმოება იგეგმება.
„უპირველეს ყოვლისა, მთავარია საქართველოში ხარისხიანი პროდუქციის წარმოება დავიწყოთ და აქედან გამომდინარე შეგვეძლება წარმოების მოცულობებზე საუბარი, თუმცა პროექტის მიხედვით, დღიურად 30-40 ექსკლუზიური საათის წარმოება შეიძლება იყოს. ჩვენ არ ვაპირებთ მასობრივი წარმოების გაკეთებას, ეს ექსკლუზიური საათების საწარმო იქნება.
ამასთან, რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი დასაქმდება საქართველოში, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია და კვალიფიციური კადრის მისაღებად სპეციალისტების ჩამოყვანა და კადრების გადამზადება მოგვიწევს. დასაქმებულთა რაოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ტექნოლოგიურ პროცესებს გავმართავთ“, - განაცხადა ბრენდის დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი