მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად სხვიტარიძე - კომუნიკაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაპირებები შეასრულოს

5e103d60c75df
ინგა მურუსიძე
04.01.20 11:07
995
„პირველ რიგში საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესთან და არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ის რჩევები და შეთანხმებები, რომელიც ბიზნესთან იქნება მიღწეული, უნდა შესრულდეს", - ამის შესახებ bm.ge-ს British American Tobacco (BAT)-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა, ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

„პირველ რიგში საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესთან და არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ის რჩევები და შეთანხმებები, რომელიც ბიზნესთან იქნება მიღწეული, უნდა შესრულდეს.

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ან არ ხდება დაპირებების რეალურად განხორციელება, ან ხდება ნაწილობრივ, რაც რა თქმა უნდა კარგი არ არის. პირველ რიგში მთავრობას ვურჩევ, სანამ რაიმეს დავგეგმავთ რეგულაციების თუ გადასახადების კუთხით, პირველ რიგში უნდა მოხდეს კომუნუკაცია ბიზნესთან, შეჯერება პოზიციების და შემდგომ განხორციელება იმისთვის, რომ არ მივიღოთ შედეგები, რაც გვქონდა თამბაქოს ინდუსტრიის ნაწილში.

კომუნიკაციასთან ერთად აუცილებელია დანაპირებების შესრულება და იმედია 2020-ში ასეც იქნება“, - განაცხადა სხვიტარიძემ.