მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად სხვიტარიძე: ეს არის ინვესტიციების მოზიდვის ანა-ბანა

5f11e6348e307
თამთა ჯიჯავაძე
18.07.20 00:10
1179
ეს, რა თქმა უნდა, კარგი ინიციატივაა და ამას ბიზნესი დიდი ხანია ვითხოვთ, – ამის შესახებ „ანალიტიკას“ ეთერში, "ბრითიშ ამერიკან ტობაკოს" კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ ბიზნესისთვის რეგულაციების 1 წლით გადავადების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები არის პირდაპირპროპორციული ინვესტიციების გაზრდასთან.

„ეს არის ანა-ბანა, ერთ-ერთი ძირითადი წესი, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები. რა თქმა უნდა, იქ არის სასამართლოს და სხვა საკითხებიც, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი. ეს საკითხი ზოგად ჭრილში უნდა იქნას დაყენებული. განსაკურებით ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდის და პოსტკოვიდის პერიოდზე. ჯერ კრიზისი არ დამდგარა. კრიზისი დადგება სექტემბერ-ოქტომბერში, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე საქართველოში და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვახერხოთ თამაშგარე ბიზნესებში დასაქმებული ადამიანების [ხელახლა] დასაქმება. ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რომ დამატებითი რეგულაციებით დავუმძიმოთ ხვედრი ბიზნესს.

ამიტომ ვითხოვთ ჩვენ ამ რეგულაციების გადაწევას, მათ შორის თამბაქოს ინდუსტრიაც. იმ რეგულაციების, რომლებიც სამწუხაროდ, ნეგატიურ შედეგს მოიტანს და დამატებით კიდევ 10 მლნ დოლარის ამოტუმბვას გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკიდან“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს რეგულაციები პირდაპირ ურტყამს სამუშაო ადგილებს, მცირე და საშუალო ბიზნესს და სამწუხაროდ, ამ სექტორის განახევრებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ყველა ახალ რეგულაციაზე 1 წლით უარის თქმის ინციატივით გამოდის.