11.ნოემბერი.2017 13:37
სოფლის მეურნეობა

აგრარული მიმართულებით ვალდებულებების შესრულებას ევროკომისია აფასებს

აგრარული მიმართულებით ვალდებულებების შესრულებას ევროკომისია აფასებს
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
აღნიშნულ დოკუმენტში, სხვა მიმართულებებთან ერთად, პოზიტიურად შეფასდა აგრარული დარგის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ის ღონისძიებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წწ და სამოქმედო გეგმის დამტკიცება ასევე, ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება და მეთესლეობის კანონის მიღება.
„ანგარიშში დადებით კონტექსტში აღნიშნულია, როგორც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 25 %-ით შემცირება, ასევე სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ტენდენცია. ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გაგრძელება“,- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ . 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების ნაწილში დადებითად არის შეფასებული სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის გეგმის მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება ასევე, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება სანიტარიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით, რის საფუძველზეც ქართველ ფერმერებს საერთაშორისო ბაზარზე დამატებითი პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდათ (თაფლი, შავი ზღვის თევზი და ცხვრის მატყლი).

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროკომისიამ ანგარიშში ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს გაწევრიანება ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში, რომლიც ხელს უწყობს საქართველოში ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას.

09.ივლისი.2018 11:39
181

"მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია"

ვრცლად
05.ივლისი.2018 16:50
181

ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირდა

ვრცლად
03.ივლისი.2018 17:30
181

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

ვრცლად
27.ივნისი.2018 16:28
181

"ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს"

ვრცლად
26.ივნისი.2018 13:15
181

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

ვრცლად
25.ივნისი.2018 13:27
181

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა

ვრცლად