"წითელი ვენახის" საფერავი მანავში, ჯამასპიშვილების მარანში იწურება. "ოჯახურ პირობებში ღვინის ქართულად დაყენების ტრადიციულმა წესჩვეულებებმა და განსხვავებულმა მიდგომამ, განაპირობა მანავის „წითელი ვენახის“ საფერავის ღვინის საუკეთესო გემო’’, - ამბობს ,,წითელი ვენახის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხათუნა ფოჩხუა.
მისი ოჯახი ღვინის დაყენების ტრადიციას დიდი ხანია მისდევს, თუმცა "წითელი ვენახის" ბრენდის ქვეშ მას საზოგადოება 2015 წლიდან იცნობს. ჯამასპიშვილების ოჯახის მარნიდან, მანავის „წითელი ვენახი“, საფერავისგან მიღებული წითელი, მშრალი ღვინოა.
"წითელი ვენახის“ საფერავის საჭირო ყურძნის წყაროს 100%–ით ჩვენი სამამულო ვენახები წარმოადგენს, რომლიც მდებარეობს მანავი მიკროზონაში. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში ტარდება „მწვანე რთველიც“
2015 წელს მხოლოდ 465 ბოთლი ჩამოასხეს, 2016 წლის მოსავლიდან კი 4666 ბოთლი მიიღეს. ჯამასპიშვილების საფერავს დღეს ძირითადად თბილისსა და ბათუმში, სასტუმროების მენიუში შეხვდებით.
ხათუნა ფოჩხუა გაყიდვებით კმაყოფილი არ არის, თუმცა ამბობს, რომ ღვინის ეტიკეტი ყველაზე მეტად იქცევს მომხარებლის ყურადღებას. მასზე ჰოლანდიელი მხატვრის ვანგოგის ,,წითელი ვენახია’’ გამოსახული.
ხათუნას და მისი მეუღლის ოჯახურ ბიზნესს ჯერ ბევრი არ იცნობს. სწორედ ამიტომ მათ მონაწილეობა მიიღეს "თიბისი ბანკისა’’ და ,,ჯეოსელის’’ ერთობლივ პროექტში, ,,ბიზნესდაჯილდოება 2017’’. მოლოდინი აქვთ, რომ მათ შესახებ გაცილებით ბევრი ადამიანი გაიგებს. ასევე სურთ, მათი ოჯახური საქმე, რომელიც ბიზნესად აქციეს, სხვებისთვისაც გახდეს ბიზნესის წამოწყების ინსპირაციის წყარო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა