04.ივნისი .2018 12:35

გეითსის რჩეული წიგნები

views 1520
უკან

ბილ გეითსი ცნობილი ,,წიგნის ჭიაა''. Microsoft-ის დამფუძნებელი ხშირად წერს საკუთარ ბლოგზე იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ წიგნებს კითხულობს მილიარდერი. ორშაბათს, მან არ დაარღვია ტრადიცია და მკითხველებს 5 წიგნის წაკითხვის რეკომენდაცია მისცა. "მიუხედავად იმისა, რომ წიგნები მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, თითოეული მათგანი საკმაოდ სახალისოდ საკითხავია და მათი უმრავლესობა მცირე ზომისაა", - წერს ბილ გეითსი.



პირველი წიგნი, რომელსაც გეითსი მკითხველებს ურჩევს უოლტერ ისააკსონის ,,ლეონარდო და ვინჩია''. უოლტერ ისააკსონს, რომელიც ძირითადად ბიოგრაფიებს წერს, ეკუთვნის წიგნები სტივ ჯობსზე, ალბერტ აინშტაინსა და ბენჟამინ ფრანკლინზე.

,,ისააკსონმა შეასრულა შესანიშნავი სამუშაო, ამ წიგნით მე ვნახე, თუ როგორ მოუყარა ავტორმა ლეონარდო და ვინჩის სხვადასხვა ნამუშევრებს თავი, რომლის გამოც ის განსაკუთრებული გახდა'' - წერს ბილ გეითსი



მეორე წიგნია კეიტ ბოულერის ნამუშევარი სახელწოდებით - ,,ყველაფერი რაც უმიზეზოდ არ ხდება''. ავტორი ისტორიულ ,,Duke Divinity School''-ში სწავლობდა. მისი წიგნი მე-4 სტადიის სიმსივნის დიაგნოზზეა. Kate Bowler ცდილობს ახსნას თუ მისი აზრით, რატომ დაემართა ეს დაავადება და რატომ იყო ეს ერთგვარი ტესტი.



მესამე ნოველა გახლავთ, ჯორჯ სონდერსის ,,ლინკოლნი ბარდოში’’.

ნოველამ Maan Booker-ის 2017 წლის პრიზი მოიგო. ნაწარმოები ეხება აბრაამ ლინკოლნის სირთულეებს, რომელიც მან შვილის გარდაცვალების შემდეგ გადაიტანა.

,,მეგონა ყველაფერი ვიცოდი აბრაამ ლინკოლნის შესახებ, რისი ცოდნაც მჭირდებოდა, მაგრამ ამ ნოველმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა მის ცხოვრებაზე''- წერს ბილ გეითსი.



მეოთხე წიგნი დევიდ კრიტსიანის ,,დიდი ისტორია ყველაფრის შესახებაა''

"ეს წიგნი გონების დიდებული  განმაახლებელია’’ ამბობს გეითსი.



ხუთეულს ჰანს როსლინგის ,,ფაქტები'' კრავს, რომელიც ავტორმა საკუთარ შვილთან და რძალთან ერთად დაწერა. ,,წიგნის დახმარებით შეძლებთ გაიგოთ ძირითადი საბაზისო ფაქტები დედამიწის შესახებ და როგორ ხდება სიცოცხლე უკეთესი, რომელ სფეროებს ესაჭიროება განვითარება'' - აცხადებს მილიარდერი. აღსანიშნავია, რომ ჰანს როსლინგი 1 წლის წინ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა