განახლებული Gmail - რას გვთავაზობს გუგლი ჩვენი მიმოწერის მეტი უსაფრთხოებითვის?
კონფიდენციალური რეჟიმი, თვითგანადგურებადი წერილები - Google-მა Gmail-ის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლების შესახებ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, ელფოსტის სერვისის განახლებული ვერსია ბევრ ისეთ ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელიც მის 1.4 მილიარდ მომხმარებელს მიმოწერის უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვაში დაეხმარება.
„კონფიდენციალური რეჟიმი"
კონფიდენციალური რეჟიმი იმ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც მნიშვნელოვანი დოკუმენტების Gmail-ით გაგზავნისგან თავს უსაფრთხოების მიზეზით იკავებენ. Google გვპირდება, რომ ახალი რეჟიმი მათ საკუთარი მიმოწერის დასაცავად დამატებით და ეფექტიან ბერკეტებს შესთავაზებს.
თვითგანადგურებადი წერილები
ამ ფუნქციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია დააწესოს ვადა, რომლის გასვლის შემდეგ მის მიერ გაგზავნილი შეტყობინება ადრესატის Inbox-დან წაიშლება. მინიმალური ვადა, რომელიც შეგიძლიათ დააწესოთ, 1 დღეა, მაქსიმალური - 5 წელი. განმარტება იმის შესახებ, რომ წერილი თვითგანადგურებადია, მიუვა ადრესატსაც. თუ გადაიფიქრებთ, შეზღუდვის ნებისმიერ დროს გაუქმებაც შეგიძლიათ.
წერილები, რომლებსაც ვერ გადაამისამართებ (Un-Forwardable Emails)
ამ ტიპის მეილები ისეთ ფანჯარაში გაიხსნება, რომელიც ადრესატს არ მისცემს შეტყობინება მესამე პირს გადაუგზავნოს, მისი ასლი გააკეთოს (დააკოპიროს) ან ამობეჭდოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეკრანისთვის ფოტოს გადაღება, ე.წ. screenshot-ის გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია.
ორ ეტაპიანი აუთენტიფიკაცია ( 2FA)
ეს ფუნქცია შესაძლებლობას მოგცემთ, გაგზავნილი შეტყობინებაზე წვდომა შეზღუდოთ მანამ, სანამ ადრესატი მის ტელეფონზე sms-ის სახით მისულ კოდს არ გამოიყენებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებები იმოქმედებს Gmail-იდან გაგზავნილ იმ შეტყობინებებზეც, რომლებიც სხვა ფოსტის მომხმარებლებს ეგზავნებათ. მათ კონფიდენციალური შეტყობინებების გახსნამდე შესაბამისი ლინკის გამოყენება მოუწევთ.
ხელმოწერის მარტივი გაუქმება (One-tap unsubscribe prompt)
Gmail-ს უკვე აქვს ფუნქცია უარი თქვათ არასასურველ რეკლამებზე ან გააკეთოთ სია იმ შეტყობინებების სია, რომლებსაც არ პასუხობთ, თუმცა ეს ცვლილება უარის თქმის მექანიზმის არსებობას პროაქტიურად შეგახსენებთ.
ფიშინგის საწინააღმდეგო ფუნქციები:
გაიზარდა ბანერების ზომა, რომლებიც შეახსენებთ, რომ არ გახსნათ საეჭვო ბმულები. კომპანიამ ასევე დაიწყო შეტყობინებების დაგზავნაც. მაგალითად, თუ თქვენ მიიღებთ წერილს, რომელიც ნაცნობი ელექტრონული ფოსტიდანაა გამოგზავნილი, მაგრამ საეჭვო შინაარსის არის, შედგება, Gmail გაგაფრთხილებთ, რომ რაღაც არასწორია.
როდიდან და ვისთვის იცვლება?
Gmail-ს ახალი ფუნქციების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანგარიშს იყენებთ. თუ თქვენ Gmail-ის რეგულარული მომხმარებელი ხართ, ახალი Gmail-ის გააქტიურება მარჯვენა კუთხეში პარამეტრების ველიდან შეგიძლიათ, სადაც უნდა აირჩიოთ „Try the new Gmail".
თუ თქვენ იყენებთ G-Suite ანგარიშს ბიზნესისა და სკოლისთვის, მისი გააქტიურება Early Adopter Program-ის მეშვეობით შეგიძლიათ. რაც შეეხება კონფიდენციალურ რეჟიმს, ის ხელმისაწვდომი ეტაპობრივად გახდება.
წყარო : პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი