02.სექტემბერი .2020 12:06

“კორუფციას სახელმწიფო დღეს ფორმალურად ებრძვის” - თამარ ჩუგოშვილი

views 240
უკან

“ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორუფციის პრობლემაზე საუბარი გააქტიურდა.” - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში შესაძლო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის კანონპროექტის კომენტირებისას “საქმიან დილაში” განაცხადა.

ჩუგოშვილის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ისინი ვინც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით მონიტორინგს აკეთებენ, ხედავენ რომ პრობლემები არსებობს და ის მზარდია.

“კორუფციასთან ბრძოლას რამდენიმე მიმართულება აქვს და ყველა მიმართულებას დღეს სახელმწიფო ფორმალურად ახორციელებს, მაგრამ ეს რეალურად არ ხორციელება. რაც შეეხება სტრუქტურას, სამსახურს სამი ძირითადი მიამრთულება აქვს და ერთ-ერთი მთავარი, საგამოძიებო დეპარტამენტია.

1.კორუფციული დანაშუალების გამოძიება; 2.პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პოლიტიკური ფული - საიდან მოდის ეს თანხები და როგორ ნაწილდება; 3.თანამდებობის პირების შემოსავალი და მათი ქონებაა, იყენებენ თუ არა ისინი თანამდებობას პირადი ინტერესებისთვის.

ჩვენი ამოცანა არის, რომ სახელმწიფოს და პარლამენტს გამოსავალი შევთავაზოთ”, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეალური გამოძიება და პირების პასუხისგებაში მიცემა მოხდეს, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა აუცილებელია.

“საერთაშორისო რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი შექმნას პირდაპირ ავალდებულებს , სადაც სახელისუფლებო ჩარევა არ იქნება. იმისათვის, რომ ჩვენ რეალური გამოძიება ვაწარმოოთ და პირების პასუხისგებაში მიცემა მოხდეს, პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი ინსტიტუტის ჩამოყალიბება აუცილებელია.

იმისათვის რომ ამ სამსახურს პასუხისმგებელი პირი ხელმძღვანელობდეს, პარლამენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერა უნდა იყოს”, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საქართველოში შესაძლოა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შეიქმნას და ის სუს-ის შემადგენლობიდან გამოვიდეს. ამას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების - თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, არსებული საკანონმდებლო მოდელი აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა