ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა.
2017 წელს ინტერნეტთან წვდომა 250 მილიონი ადამიანისთვის გახდა შესაძლებელი და ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა ისტორიაში პირველად 4 მილიარდს გადააჭარბა. დიდწილად ასეთ ზრდას სმარტფონებით ინტერნეტთან ხელმისაწვდომობამ შეუწყო ხელი. გასულ წელს 200-მა მილიონმა ადამიანმა შეიძინა თავისი პირველი მობილური მოწყობილობა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს არა მარტო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, არამედ მათი ონლაინ რეჟიმში გატარებული დროც. GlobalWebIndex- ის ბოლო მონაცემებით, საშუალოდ ადამიანები დღეში 6 საათი სარგებლობენ ინტერნეტით, რაც მთელი დღის მესამედია. პლანეტაზე ინტერნეტთან წვდომა არათანაბრად არის განაწილებული. ცენტრალური აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში მთელი დღე ონლაინ რეჟიმში ყოფნა უწინდებურად აფრიკაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ამ ეტაპზე გასული წლის იანვართან შედარებით, დასავლეთ აფრიკის მალის რესპუბლიკაში ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელი 6-ჯერ გაიზარდა. სიერა-ლეონეში, ნიგერიასა და მოზამბიკის რესპუბლიკაში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ამავე პერიოდში გაორმაგდა.
მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი მობილური მოწყობილობებით სარგებლობს. უმეტეს შემთხვევაში - სმარტფონებით. მობილური მოწყობილობების უნიკალური მომხმარებელი ყოველწლიურად 4% -ით იზრდება, თუმცა ცენტრალურ აფრიკაში მობილურ მოწყობილობა მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს აქვს. ადამიანები მობილურ აპლიკაციებს 7-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენებენ, ვიდრე ვებ-ბრაუზერებს. Facebook-ის მონაცემებით, დარეგისტრირებულ მომხმარებელთა მხოლოდ 5% არ შედის სოციალურ ქსელში მობილური მოწყობილობების გამოყენებით. 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ქსელებში რეგისტრირებული ადამიანების რიცხვი 13%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებს ხანში შესული ადამიანებიც აქტიურად უერთდებიან. მხოლოდ Facebook-ზე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 65 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი 20%-ით გაიზარდა.
სოციალურ ქსელებში დახარჯული დროის მიხედვით, მთელ მსოფლიოში ფილიპინელების მოსახლეობა გამოირჩევა, რომელიც ამაზე ყოველდღე საშუალოდ 4 საათს ხარჯავს. ფილიპინებს ბრაზილია, ინდონეზია, ტაილანდი და არგენტინა მოყვება. ამ კუთხით, სიის უკანასკნელ პოზიციაზე იაპონიაა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იაპონიაში სოციალურ ქსელში ყოფნას მხოლოდ 48 წუთს უთმობენ.
გასულ წელს Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 15% -ით გაიზარდა და 2.17 მილიარდს მიაღწია. მეორე ადგილზე - YouTube-ია 1.5 მილიარდი მომხმარებლით, რომელსაც WhatsApp მოყვება 1.3 მილიარდი მომხმარებლით. აღნიშნული მესინჯერი მსოფლიოს 128 ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული და მისი მომხმარებელი ყოველწლიურად 30%-ით იზრდება. მართალია, Instagram თავისი 800 მილიონი მომხმარებლით, Facebook-სა და WhatsApp -ს ჩამორჩება, თუმცა გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით მისი მომხმარებლის რაოდენობა ერთი მესამედით გაიზარდა და 230 ქვეყანა მოიცვა.
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მსოფლიოში მობილური ინტერნეტის კავშირის სიჩქარე ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, GSMA Intelligence-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების 60%-ში მობილური ინტერნეტი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც "ფართოზოლოვანი", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ინტერნეტი მაღალსიჩქარიანი და უწყვეტია. ნორვეგიაში, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 60 Mbit / s, ხოლო ჰოლანდიაში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მალტასა და ისლანდიაში 50 Mbps არის.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომერციის ბაზარი 2017 წელს 16% -ით გაიზარდა და 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. უპირატესობით მოდის ინდუსტრია ლიდერობს. პროდუქციის ონლაინ ყიდვას მომხმარებელთა 45% (1.8 მილიარდი ადამიანი) ანიჭებს უპირატესობას. ამ მხრივ, დიდი ბრიტანეთი ლიდერობს (78%), მას სამხრეთ კორეა, გერმანია (74%), შვედეთი (70%) და აშშ (69%) მოჰყვება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა