სამეგრელოში ხობის რაიონში კოოპერატივი „ოცნება“ თაფლის მაღალ ხარისხზე მუშაობს. თაფლი, რომელიც 100%-ით ქართული და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთაა, - ეს ის კრიტერიუმებია რითაც კოოპერატივი ფუნქციონირებს.
კოოპერატივმა ოცნებამ თავისი წარმოება ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის დახმარებით კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. ENPARD-მა ის 74000 ლარით დააფინანსა, რითაც შეიძინეს ის ინვენტარი, რაც თაფლის წარმოების პროცესში სასიცოხლოდ მნიშვლოვანია. კოოპერატივმა წარმადობის გაზრდასთან ერთად გადაწყვიტა თაფლობის მცენარეების დარგვაც, რომელიც შეამცირებს ფუტკრის მომთაბარეობას, რაც თავის მხრივ კოოპერატივს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
“ENPARD-ის პროექტით CARE-მა დაგვაფინანსა 74000 ლარის ოდენობით, სადაც ჩვენი თანადაფინასება 27000 ლარი იყო. შევიძიეთ ძირითადი საშუალებები, რომლებიც არ გვქონდა, ასევე 350 სკა. დაგეგმილი გვაქვს რომ გავაშენოთ დამხმარე მეურნეობა. ეს იქნება კონვეერული სისტემა, სადაც დაირგვება თაფლოვანი მცენარეები, რაც ზედმეტ მთაბარობას, რომელიც ზოგჯერ არ არის მომგებიანი თავიდან ავიცილებთ.” - ამბობს კოოპერატივის თავჯდომარე ელგუჯა ხურცია.
საქმიანოების სრულყოფა დავალებების გადანაწილების მეშვეობით - ეს ის უპირატესობაა, რაც კოოპერატივმა ოცნებამ მის წევრებს მოუტანა. „ოცნების“ თაფლით საერთაშორისო ბაზარიც დაინტერესდა, მათ შემოთავაზება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებდან აქვთ, შესაბამისად თაფლის ნიმუშები გერმანიაში, ჩეხეთსა და ლატვიაში უკვე გაგზავნილია.
"კოოპერატივში გაერთიანებული ვართ 11 კაცი. 30 ჰექტარი მიწა გვაქვს აღებული. ოჯახების რაოდენობა 250-მდე გაიზარდა, ხოლო მომავალი წლისთვის გეგმაში 500 ოჯახამდე გაზრდა გვაქვს“. - ამბობს კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი მერაბ ყურაშვილი.
განვითარებასთან ერთად ხობის რაიონის კოოპერატივისთვის უცვლელი მხოლოდ მაღალი ხარისხი და ეკოლოგიურად სუფთა პრიდუქტის წარმოება რჩება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა