01.დეკემბერი .2017 12:59

ქართული თევზი

views 1945
უკან

"თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის’’ ერთობლივმა პროექტმა "ბიზნესდაჯილდოება 2017" არაერთ წარმატებულ დამწყებ თუ შემდგარ ბიზნესებს მოუყარა თავი. 6 ნომინაციაში, როგორიცაა წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის მცირე ბიზნესი და წლის ბიზნესი, ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ.

"წლის აგრობიზნესის" სტატუსის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია კომპანია "ქართული თევზი". მცირე საოჯახო მეურნეობა კომპანიის დამფუძნებლებმა 2011 წელს გააფართოვეს და ამჟამად წლის განმავლობაში 100 ათასი ტონა რამდენიმე სახეობის კალმახს და ზუთხს აწარმოებენ.

აშშ-დან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ქვირითიდან, ლიფსიტები გორში, კარალეთის საკალმახე მეურნეობაში იზრდება. წარმოებული თევზი, როგორც ცოცხლად, ისე გამოშიგნულ მდგომარეობაში მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ქართულ კალმახს იმპორტირებულთან შედარებით გემოვნური თვისებების გამო დიდი უპირატესობა აქვს.

"ქართული თევზი" მეურნეობას 3 ჰექტარ ტერიტორიაზე ფლობს. კომპანიის წარმომადგენელი, ვანო გიგოლაშვილი ამბობს, რომ მათთვის ამ ბიზნესში შესვლა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ წამოწყებამ გაამართლა და "ქართული თევზი" დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

"ქართული თევზის" კალმახის გემოვნურ თვისებებს კარგად იცნობს მსხვილი ქსელების და რესტორნების მომხმარებელი. ამის მიუხედავად კომპანიას სურს მათზე და მათ პროდუქტებზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგოს. "ვფიქრობთ, ეს პროექტი დაგვეხმარება ამაში’’-ამბობს ვანო გიგოლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა