12.თებერვალი .2018 17:46

წლის ქველმოქმედები

views 1374
უკან

2017 წელს, ტოპ-50-მა ამერიკელმა ფილანტროპმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 14.7 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. 2016 წელს ანალოგიურმა მაჩვენებელმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს 7 - მილიარდი აშშ დოლარი.

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, 14.7 მილიარდი აშშ დოლარი ყველაზე დიდი თანხაა, რაც ამერიკელ ბიზნესმენებს ქველმოქედებისთვის გაუღიათ.
გამოცემა The Chronicle აშშ-ის ყველაზე ხელგაშლილი მეცენატების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2017 წლის სიის სათავეში ბილ და მელინდა გეითსები მოხვდნენ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი წყვილის სახელითაც არიან ცნობილი. წყვილმა გასულ წელს ქველმოქმედებისთვის ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღო. გეითსმა საკუთარი კომპანიის Microsoft ღირებულების 5% ქველმოქმედებას მოახმარა, - საუბარია დაახლოებით 4.8 მილიარდ აშშ დოლარზე.
Forbes-ის მიხედვით, ბილ გეითსის ქონებამ 90.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და იგი ჯეფ ბეზოსის შემდეგ, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია.
აღსანიშნავია, რომ გეითსების წყვილმა საკუთარ საქველმოქმედო ფონდში 141.4 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა, რომელიც მათ განვითარებად ქვეყნებში განათლებისა და ჯანდაცვის დონის გასაუმჯობესებლად დააარსეს.

აღნიშნული რეიტინგის მეორე ადგილი სოციალურ ქსელის Facebook დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს და მის მეუღლეს პრისცილა ჩანს ერგოთ, რომელთა ქონება 73.7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. გეითსების წყვილის მსგავსად, მათ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი Chan Zuckerberg დააარსეს და პირობა დადეს, რომ კომპანიების აქციების 99 პროცენტს ქველმოქმედებაში ჩადებდნენ.

The Chronicle of Philanthropy-ის სიაში მესამე პოზიციაზე კომპანია Dell-ის ხელმძღვანელი მაიკლ დელლი და მისი მეუღლე სიუზანი არიან, რომლებმაც გასულ წელს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი მოახმარეს ქველმოქმედებას. Forbes-ის მონაცემებით, მაიკლ დელლი 23.6 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია. მილიარდერმა თავის მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო ფონდი ’’მაიკლ და სუზან დელლების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანი აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაა. წყვილმა ჯერ კიდევ 2006 წელს ტეხასის უნივერსიტეტს 50 მილიონი აშშ დოლარი გადასცა საჩუქრად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა