მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 მლნ-იანი ტენდერი აბასთუმანში ავტოსადგომის მოწყობაზე

BM.GE
24.05.19 09:31
934
აბასთუმანში,სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 028 361 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს 4.2 ჰა ტერიტორიაზე 1 000 ავტომობილზე. სატენდერო პირობების თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება ასევე მცირე სადგურის მოწყობაც, რომლის მოსაცდელი ფართი მინიმუმ 150 ადამიანზე იქნება გათვლილი. სადგური მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტს სტუმართა გადასაყვანად ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში. აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. რომელშიც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა - "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია "ბლექ სი გრუპმა", თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.