მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია დაამტკიცეს

BM.GE
19.07.19 09:34
785
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. სტრატეგია მიზნად ისახავს რეგიონების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. სტრატეგია სამ მიზანს ითვალისწინებს, ესაა: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობა, გზების, ამბულატორიული შენობების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა. სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.