მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროცედურები თელავში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობისთვის

BM.GE
23.05.19 09:58
825
,,26 მაისს თელავში დაგეგმილ გამოფენებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად და ნებართვის მისაღებად განცხადებით მერიას უნდა მიმართონ’’- აღნიშნულ საკითხზე განცხადება knews.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ გააკეთა. მისი თქმით, ხელნაკეთი ნივთების, ხალხური რეწვის და ღვინის გამოფენები, რომელიც მოედანზე გაიმართება, წინა წლებისგან განსხვავებული იქნება. ზაქრო რაზმაძე განმარტავს, რომ თელავის მოედანზე დაგეგმილ ღვინის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაში მონაწილეები ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსებით და ინიციატივით შეირჩნენ. მისი თქმით, სხვა მონაწილეებს, ვისაც გამოფენაში მონაწილება სურს, უნდა მიმართონ თელავის მერიას და შეთანხმების მიხედვით ქალაქის სხვა ტერიტორიაზე მოახდენენ საკუთარი ხელნაკეთი ნივთების თუ ნებისმიერი სახის პროდუქტის გამოფენას.


http://knews.ge/?p=39055.