მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისსა და ტყიბულში რამდენიმე პურის საცხობი დაიხურა

BM.GE
19.07.19 09:35
966
ქუთაისსა და ტყიბულში კრიტიკული შეუსაბამობის გამო რამდენიმე პურის საცხობი დაიხურა. ნიუპრესი წერს, რომ 2019 ნელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე 518 ზარი შევიდა, მოსახლეობის ძირითადი მიმართვიანობა სარეალიზაციო ობიექტებში პროდუქციის ვარგისიანობასა და შენახვის პირობების დარღვევას უკავშირდება -ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. რაც შეეხება პურის საცხობებს და იქ არსებულ დარღვევებს, სესის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინტენსიურად ხდება საწარმოების შემოწმება, მათ შორის არის საცხობების დახურვის ფაქტები.