მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების მომზადება

BM.GE
25.04.19 09:32
760
„მოწყვლადი მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ შემაჯამებელი ღონისძიება ამ პროექტთან დაკავშირებით დღეს ფაბრიკაში გაიმარტება. 28 თვიანი პროექტის მანძილზე 144 მოწყვლადი მოზარდი ჩართული იყო აქტივობებში და მიიღო სხვადასხვა სახის სარგებელი, რაც მომავალში მათ, 18 წლის შესრულების შემდეგ, გაუადვილებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას. კერძოდ - 116 მოზარდი დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ხოლო 99 სოციალური უნარებით გაძლიერებული შეხვდება სრულწლოვან ასაკს. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული 6 სოციალური საწარმო კი მომავალშიც გააგრძელებს მოზარდების გადამზადება-დასაქმების პროგრამას.

სტუმრები: ალექსანდრე კასრაძე, სოციალური საწარმო "3DRTC", ხელმძღვანელი;
ნუკრი მილორავა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", აღმასრულებელი დირექტორი