მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები რეგიონში მოსახლეობას ხვდებიან

BM.GE
27.02.23 09:37
320
“ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების შემდეგ, ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ და ის შედეგები შეაჯამეს რომლებიც 4 წლიანი სამუშაოების შედეგად დააგროვეს. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ 2018 წელს, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით შეიქმნა. მის შემადგენლობაში მხოლოდ აქტივისტური ორგანიზაციების - „საყდრისის კომიტეტის“ და „ მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ წევრები არიან. ჯგუფის საქმიანობის ძირითად მიზანს კომპანია“RMG“-ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი წარმოადგენს.