მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივლისიდან ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხა 15 000 ლარამდე გაიზრდება

BM.GE
16.09.19 14:20
803
2020 წლის პირველი ივლისიდან ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 15 000 ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საქმიანობის 2019 წლის მეორე კვარტლის და მიმდინარე პერიოდის ანგარიში განიხილეს. სააგენტომ საბჭოს წევრებს სადაზღვევო ზღვრის ცვლილების და ალტერნატიული სცენარების ანალიზი გააცნო. ასევე, საბჭომ განიხილა საბანკო სექტორის მიერ გადასახდელი ყოველთვიური შენატანების ოდენობა.


სტუმარი: ოთარ ძიძიკიაშვილი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო; ხელმძღვანელი