მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1 მლრდ ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამისთვის - რა გაკეთდება?

BM.GE
21.04.23 18:59
167
მთავრობა ქალაქების და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რისთვისაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარი გამოიყოფა. როგორც პრემიერ მინისტრმა მიმდინარე კვირაში მთავრობის სხდომაზე დააანონსა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიასა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, არსებული კი განახლდება. პროექტის განმახორციელებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება. რით განსხვავდება აღნიშნული პროგრამა „ განახლებული რეგიონების“ პროგრამისგან, რომელიც ქვეყანაში 2021 წლიდან მიმდინარეობს?