მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.8 მლრდ მიიღო, ზრდა 0.9%-ია

BM.GE
11.11.19 18:26
1030
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად, ზრდა +0.9%-ია. წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 267 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო , რაც 13 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


სტუმარი: მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ხელმძღვანელი