25.ნოემბერი .2019 11:00

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა

614
უკან

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიების გახსნაზე ოფიციალურად განაცხადა. სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეოთხედ გამოაცხადა. ეს არის კიდევ ერთი შანსი თქვენი საწყისი ბიზნესის განვითარებისთვის. ინფორმაციისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ბოლოს 4 სექტემბერს გამოავლინა 100 ათას ლარიანი გრანტის მფლობელი 20 სტარტაპი.


სტუმარი: მარიამ ლაშხი - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე