მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$103 მლნ - საქართველოს განათლების რეფორმირებაში

BM.GE
15.11.21 14:24
490
განათლება არის გზა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ - ეს სიტყვები გელა ჩარკვიანს ეკუთვნის, დიპლომატს, მწერალსა და პუბლიცისტს, რომელსაც საქართველო გასულ კვირას სამუდამოდ დაემშვიდობა. კეთილდღეობა, მატერიალური კეთილდღება, განათლების გარეშე მართლა რთული წარმოსადგენია. არაერთ სხვა პრობლემასთან ერთად საქართველოში კვალიფიციური მუშახელი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამას ყველა ხელისუფლება აღიარებს. შესაბამისად, ყოველ ახალ მინისტრს განათლების სისტემაში მოჰყვება დაპირება, მასშტაბური რეფორმის შესახებ, რომელსაც რეალური და ხელშესახები შედეგები ჯერ არ მოუცია. მოდი, გადავხედოთ სად არის დღეს საქართველო განათლების დონის მიხედვით. მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსი ზომავს, რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში თუ ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს. კვლევა 2020 წლის სექტემბრეშია გამოქვეყნებული და 174-ი სახელმწიფოს მონაცემს აერთიანებს. შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებული 12-წლიდან 4-ნახევარ წელს ფაქტობრივად კარგავენ. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ინდექსი გვაჩვენებს, რომ საქართველოში დღეს დაბადებული ბავშვი იმ პროდუქტიულობის მხოლოდ 57%-ს მიაღწევს, რასაც მისი თანატოლები სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი განათლების და ჯანდაცვის სისტემებია. საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის აქაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა სომხეთში - პროდუქტიულობა 58%-ია. სკოლაში გატარებული 11 წლიდან მოსაწვლეები 3 წელს ფაქტობრივად კარგავენ. პროდუქტიულობის მაჩვენებელი აზერბაიჯანშიც 58%-ია. განათლების დაფინანსებაზე ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-ს ხარჯავს. შედარებით უკეთესი მაჩვენებლებია პროდუქტიულობის მხრივ რუსეთსა და თურქეთში. ინდექსი გვაჩვენებს, რომ რუსეთში დღეს დაბადებული ბავშვი იმ პროდუქტიულობის 68%-ს მიაღწევს, რასაც მისი თანატოლები აღწევენ სხვა ქვეყნებში. თურქეთში კი ეს მაჩვენებელი 65%-ია. სწავლაში გატარებული თითქმის 14 წლიდან რუსეთში მცხოვრები მოზარდი თითქმის 3 წელს კარგავს. რაც შეეხება თურქეთს, აქ სკოლაში 12 წელს ატარებენ, რეალური სწავლის ხარისხი კი 9 წელს უტოლდება.

103 მილიონი დოლარი - ეს არის თანხა, რომელიც საქართველოს განათლების რეფორმირებაში ჩაიდება. პროექტს საქართველოს განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია, ადამიანური კაპიტალის განვითარება, რომელიც მიღწევადია განათლების ყველა დონეზე ცვლილებებით, იგგულისხმება როგორც სკოლამდელი, ასევე საშუალო და უმაღლესი განათლება.

სტუმარი: თამარ სანიკიძე - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხის" პროექტის აღმასრულებელი დირექტორი;