მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#106 ავტობუსი და მისი მძღოლი ანა

BM.GE
11.09.20 08:50
1814
დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, 22 ავტობუსის მძღოლი ქალი ემსახურება, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ის, რაც შეუძლიათ მამაკაცებს, ქალებიც მარტივად აკეთებენ. ამის ნათელი მაგალითია, ანა გიორგაძე, რომელიც უკვე მეორე წელია, მუშაობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და ბარათაშვილი - კიკეთის მიმართულებით გადაყავს მგზავრები. ასე, რომ თუკი ქალაქში დაინახავთ 106 ნომერ ავტობუსს, იცოდეთ, რომ შესაძლოა საჭესთან 30 წლის გოგო იჯდეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერია და ხელს უწყობს ქალი მძღოლების დასაქმებასა და მათ შემდგომ განვითარებას.

#WeEmpower #WEPs