მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾14 მლნ ღვინის პოპულარიზაციისთვის ცოტაა - რას ითხოვს ბიზნესი?

BM.GE
09.05.23 23:15
215
ღვინის კომპანიების ნაწილი ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მარკეტინგული ღონისძიებების დასაფინანსებლად მეტი სახსრების გამოყოფას ითხოვს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმ ფონზე, რომ იზრდება სექტორის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტის თითქმის 70% სწორედ რუსულ ბაზარზე მოდის. წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება. ამ თანხიდან 2 მლნ ლარი კონკრეტულად მიმართულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ. ღვინის კომპანიების ნაწილი თვლის, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მარკეტინგული დანახარჯები გაიზარდოს. თბილღვინოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, იმ თანხის ნაწილი, რომელიც რთველის სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად იხარჯება, ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოხმარდეს.