მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

169 700 ადამიანს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5 გაიზარდა

BM.GE
08.12.21 14:17
412
169 700 ადამიანს სესხი გაუძვირდა. 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე სწორედ ამდენი სესხია მიბმული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5 გაიზარდა. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 15.12% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 64900 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.37%-ში… როგორ ახსნა სებმა დღევანდელი მოანეტარული პოლიტიკის სხდომის გადაწყვეტილება?