მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$17 მლნ. ბათუმის აეროპორტის გაფართოებაში

BM.GE
26.03.21 09:03
409
17 მილიონი დოლარი - ეს არის საინვესტიციო მოცულობა პროექტის, რომლითაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტი შეასრულა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა, განახლებული სივრცე გაიხსნა და მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2-დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა. აეროპორტის გაფართოების გადაწყვეტილება მენეჯმენტმა პანდემიამდე მიიღო და ფრენების შეჩერებისა და არსებული კრიზისის ფონზე კი სამუშაოები არ შეუჩერებია.