მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1.75 მლნ მცირე ბიზნესის დასაკრედიტებლად

BM.GE
10.10.19 11:43
882
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 3 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 17-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 მისო იყო რეგისტრირებული. რეგულაციებმა საფინანსო ბაზარზე საინტერესო პროცესს დაუდო სათავე, ერთის მხრივ ორგანიზაციები ბაზარზე გაჯანსახებული პორტფელით დარჩნენ და მეორეს მხრივ მათთვისაც ახალი გამოწვევები გაჩნდა.

ერთ ერთი ასეთი მაგალითი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ა, რომელმაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან Incofin Investment Management -ისგან მილიონ 750 ათასი დოლარი, არაუზრუნველყოფილი სესხი მოიზიდა. თანხას კომპანია კონკრეტული პროექტისთვის გამოიყენებს და ტავის მრივ გაზრდის ემბისის მხრიდან შესათავაზებელი მომსახუების საშუალებებსაც.


სტუმრები: თათია ჯაჯანაშვილი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი", საფინანსო დეპარტამენტის დირექტორი;
ნინო დევდარიანი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი", რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი