26.მაისი .2021 14:46

„2% კანონი - საქართველოს დროა“- რას გულისხმობს ტრენერთა ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივა? - თამარ კანაშვილი

234
უკან

„ეთიკის დოკუმენტი გააერთიანებს ტრენერებს - იმუშავებს სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენთვის შეთანხმების საგანი იქნება“ - ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ კანაშვილი „ქალების ნარატივში

-როგორ აგრძელებს მუშაობას ტრენინგინდუსტრია პანდემიის ფონზე?

აღმოჩნდა, რომ ზოგი ტრენინგი ონლაინაც ფანტასტიურად ტარდება დაპანდემიის სიმწვავე როდესაც დაიკლებს, ასევე გაგრძელდება ონლაინ. ზოგიერთი კი უკვე ნელ-ნელა ბრუნდება ადგილზე. ადამიანები მონატრებულები არიან უშუალო კომუნიკაციას, თუმცა ზოგიერთი ტრენინგისთვის ონლაინ მიმართულებამ გვაჩვენა დროში ეფექტიანობა, ასევე ჩანაწერების არსებობის მომენტიც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, შერეული მოდელი სწავლების თავლსაზრისით, შემდეგი 4 წლის სტრატეგიის სახით, საქართველოშიც აქტიურად დამკვიდრდება.  სტრესის ფონმა მოიმატა და ფსიქოლოგიური მიმართულების ტრენინგებისადმი გლობალურად არის ზრდა;25-ზე მეტი კომპანია იყო ჩართული 2020 წელსდა ისინი ყოველგვარი საზღაურის გარეშე ატარებდნენ ტრენინგებს. უკვე დაინტერესება იყო არ მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ბათუმში. ონლაინ რეჟიმმა ტრენინგებში ჩართვის საშუალება ემიგრანტებსაც მისცა.ტრენინგინდუსტრია ხანმოკლე კურსში დებს ქცევის ცვლილებას; არაერთი ძლიერი მენეჯერი გვყავს და გვჭირდება საშუალო რგოლის გადამზადება.

 

-კიბერუსაფრთხოებისადმი თუ შეიმჩნევა ინტერესი?

-ვიმედოვნებდი კიბერუსაფრთხოებისადმი უფრო მეტ ინტერესს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა გახნილიყო. ჩემი მოსაზრებით, ინტერესი მზარდია, თუმცა არასაკმარისად. 

 

-ბიზნესმა თუ შეამცირა ბიუჯეტი ტრენინგის მიმართულებით?

-2020 წელს დავუკავშირდით იმ კომპანიებს, რომლებზეც ვიცოდით, რომ ტრენინგბიუჯეტი ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ დიდი ცვლილებები იყო კლების მიმართულებით. უხეში მონაცემით რომ ვთქვა, 2020 წელს 30%-ით მაინც შემცირდა ტრენინგბიუჯეტი. ვსაუბრობთ იმ კომპანიებზე, რომლებსაც ტრენინგებისთვის ბიუჯეტი ჰქონდათ. იმავეს ვერ ვიტყოდი 2021 წელზე; ვიმედოვნებთ რომ ამ კლებას ზრდა მოყვება.

 

-„2% კანონი - საქართველოს დროა!“ -რას გულისხმობს ეს საკანონმდებლო ინიციატივა?

-ამ ინიციატივის მიხედვით, საშემოსავლო არსებული 20%-დან, საზოგადოებას საშუალება ექნება 2% მიმართოს იმ ორგანიზაციის, ფონდის, საჭირო თემისადმი, რასაც თვითონ მიიჩნევს მნიშვნელოვნად. ასე მოქალაქე ჩაერთვება ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკაში. სამუშაო პროცესები 2014 წელს დაიწყო, მაშინ 100 ორგანიზაციაზე მეტი შევკრიბეთ. ვფიქრობთ, 2021 წელი საჭირო დროა ამის ინიცირებისთვის.

  

-მინდა რომ ტრენინგინდუსტრიის ეთიკის დოკუმენტზეც გკითხოთ; რას მოიაზრებს ის?

ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ თუ ბევრ პრობლემას ხედავენ, ესე იგი რამდენი რამის შეცვლა შეუძლიათ; რაც შეეხება ეთიკის დოკუმენტს, ის გააერთიანებს ტრენერებს - იმუშავებს სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენთვის შეთანხმების საგანი იქნება. ვმუშაობთ დოკუმენტზე, ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და ვარგებთ საქართველოს რეალობას, ვუსმენთ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში ამ სფეროს განვითარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვით.   

 

-დაწერეთ წიგნი „წიგნზე მეტი“, როგორი იყო გამოხმაურება?

-არსებობს იდეები, პროექტები, საქმეები, რომლებიც იწვევს ხმაურს. მეორე მხრივ, არსებობს იდეები, პროექტები, საქმეები, რომლებიც იწვევს პატივისცემას; მე უპირატესობას მეორე ვარიანტს ვანიჭებ ხოლმე. 16 წლამდე ძალიან ჩუმი ვიყავი და მერე შევიცვალე. წიგნი დავწერე მათთვის, ვინც მგონია, რომ მოტივაციას, გულშემატკივარს ეძებს. მქონდა ასეთი წარმოდგენა, რომ თუ წიგნი ერთი ადამიანის ცხოვრებას მაინც უკეთესობისკენ შეცვლიდა, ესე იგი ღირებული ყოფილა. ბევრი თბილი შეტყობინება მივიღე. 

 

-რა არის თქვენი მოტივაციის წყარო?

-ბევრი ადამიანი მახარებს; 16 წლამდე სხვანაირი მეგონა სამყარო, მერე აღმოვაჩინე, რომ თვითონ სამყაროს ძალიან ვუყვარვართ. ჩემთვის ენერგიის წყაროა ადამიანებთან კომუნიკაცია. მგონია, რომ სიცოცხლე ფერადია, მრავალფეროვანი.

 

 




სტუმარი: თამარ კანაშვილი - ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი